top of page

ჩვენს შესახებ

ლუკმა ქეითერინგის კომპანიაა 7 წლიანი გამოცდილებით. ამ პერიოდში არაერთ კომპანიასა და მრავალ ღონისძიებას წარმატებით ვუმასპინძლეთ. ჩვენი სერვისი მოიცავს როგორც კორპორატიულ შეხვედრებს, ისე პირად დღესასწაულებს.

​

ჩვენი უპირატესობაა:

  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან

  • კონკურენტუნარიანი ფასი

  • მაღალი ხარისხის ინგრედიენტები

  • პროფესიონალური სერვისი

​

​

აირჩიე მხოლოდ საუკეთესო!
გასინჯე მხოლოდ ერთი ლუკმა!

სერვისები

a64f91bf-983c-447a-a09a-16c57fa58737.jpg

ტრანსპორტირება

ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო მიწოდების სერვისს მთელ თბილისსა და მის შემოგარენში. შეკვეთა მოგვაქვს წინასწარ დათქმულ დროსა და ადგილზე.

9f932683-ba21-4fe0-bfe8-6fb047832fd1_edi

გაშლა-გაწყობა

თქვენი სურვილისამებრ, ჩვენ შეგვიძლია ადგილზე მოვიდეთ და გავაწყოთ თქვენს მიერ შეკვეთილი ფურშეტი.

Wine Glasses Outdoors

ინვენტარი

გთავაზობთ საფურშეტე ინვენტარს: 

 ფურშეტის მაგიდებს, კოქტეილის მაგიდებს, ხისა და შუშის სადგამებს,  მარმიტებს, მაგიდის გასაფორმებელ აქსესუარებს, ერთჯერად და კერამიკის ჭურჭელს.

bigstock-Catering-waitress-service-wom-141258962-e1492537273991.jpg

მიმტანის მომსახურება

მომსახურე პერსონალი ღონისძიების პროცესში აკონტროლებს მაგიდის სილამაზესა და სისუფთავეს. ავსებს სასმელებს, ამატებს პროდუქტებს, ჭრის ტორტს, აცნობს სტუმრებს მენიუს და პასუხობს მათ კითხვებს.

პარტნიორი 
კომპანიები

ძალიან კარგი კომუნიკაცია, საოცრად გემრიელი კერძები, ძალიან კარგი და თბილი გუნდი. ყველა კითხვაზე დაუზარებლად მპასუხობდნენ და მირჩევდნენ თუ რა რაოდენობის საკვები დამჭირდებოდა და რა იქნებოდა უკეთესი. დიდი მადლობა თქვენ ჩემი დღის გალამაზებისთვის. ძალიან დიდი რეკომენდაცია ჩემგან

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შეგიკვეთოთ ?

  • შეკვეთისთვის მთავარი გვერდიდან დააჭირეთ ღილაკს „შეუკვეთე“

  • მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პროდუქციის რაოდენობა

  • გადადით შესყიდვის გვერდზე

  • შეავსეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია

  • აირჩიეთ მიწოდების სასურველი ტიპი

  • დაადასტურეთ შეკვეთა

ამის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დააზუსტებს დეტალებს და დაგეხმარებათ შეკვეთის საბოლოო გაფორმებაში.

მინიმუმ რა რაოდენობის პროდუქტის შეკვეთა შეგვიძლია ?

  • მინიმალური რაოდენობა: თითოეული სახეობის პროდუქტის შეკვეთისას, მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 10 ცალს

  • ასორტიმენტის არჩევანი: სახეობების შერჩევაში შეზღუდული არ ხართ -სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეუკვეთოთ მხოლოდ ერთი სახეობაც.

მზა მენიუები თუ გაქვთ ?

  • სხადასხვა ღონისძიება: გთავაზობთ მზა მენიუებს სხვადახვა ტიპის ღონისძიებებისთვის, როგორიცაა დაბადების დღე, ექსკურსია, საქორწილო ან ნათლობის წვეულება და სხვა.

  • ინდივიდუალური რაოდენობა: მენიუებში პორციების ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის - მას თქვენი სტუმრების რაოდენობის მიხედვით რადგან ამას თქვენი სტუმრების რაოდენობის მიხედვით ინდივიდუალურად შეგირჩევთ

  • მენიუების ნახვა:  შემოთავაზებული მზა ვარიანტების დათვალიერება პირდაპირ ჩვენს ვებსაიტზე შგეიძლიათ

რამდენი ხნით ადრე უნდა მოხდეს შეკვეთა ?

  • ოპტიმალური ვადა: სასურველია შეკვეთა გააფორმოთ  2-3 დღით ადრე

  • მაქსიმალური ვადა: შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია 1 თვით ადრე

  • ბოლო ვადა: შეკვეთის მიღება შესაძლებელია 24 საათით ადრე

 

 ვინაიდან შესაძლოა ჩვენი გრაფიკი კონკრეტულ დღეს სრულად იყოს დატვირთული,  გთხოვთ, შეკვეთა წინასწარ, დროულად მოგვაწოდოთ

როგორ ხდება გადახდა?

  • ავანსი - შეკვეთის გასაფორმებლად წინასწარ რიცხავთ ბ-ს, ჯამური თანხის 30 %-ს.

  • სრული გადახდა - დარჩენილ თანხას იხდით წინა დღეს

რას მოიცავს გაშლა - გაწყობის სერვისი ?

  • ადგილზე მომსახურება: სერვისი მოიცავს ჩვენი გუნდის წევრების ადგილზე მოსვლას და ფურშეტის გაწყობას ესთეტიურად და მიმზიდველად

  • დეკორი: თქვენი სურვილისამებრ მაგიდას ვაფორმებთ ხელოვნური ყვავილებით

  • ინვენტარით უზრუნველყოფა:  ფურშეტის გასაშლელად  ვიყენებთ ჩვენივე სადგამებს, დამატებით შეგიძლიათ იქირაოთ მაგიდები, გადასაფარებლები და სხვა საჭირო ატრიბუტები.

რა სახის ინვენტარის დაქირავება შემიძლია ?

  • საფურშეტე სადგამები: ხის ან შუშის სადგამები, რომელიც შეირჩევა  ღონისძიების ტიპის მიხედვით

  • ჭურჭელი: ერთჯერადი და კერამიკის ჭურჭელი,ასევე  ღვინისა და შამპანიურის ჭიქები

  • საფურშეტე მაგიდები: გასაშლელი მაგიდები (180 სმ * 70 სმ ) თავისივე გადასაფარებლებით.

  • კოქტეილის მაგიდები: მაღალი მაგიდები სტუმრებისთვის  (110 სმ * 80 სმ )

  • ნაგვის ურრნები: ურნები და შესაბამისი პარკები სისუფთავის შესანარჩუნებლად.

რას მოიცავს მიმტანის მომსახურეობა ?

  • მაგიდის მოწესრიგება: საფურშეტე ზონის პერიოდული კონტროლი და წესრიგის შენარჩუნება

  •  ესთეტიური მხარე: კერძების განახლება (შევსება), ესთეტიკურად გადალაგება და ვიზუალურ მხარზე ზრუნვა

  • სტუმრების მასპინძლობა: სტუმრებისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა (წარდგენა)

  • სასმელების სერვირება: ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ჩამოსხმა და მიწოდება

  • ცხელი სასმელების მომზადება: ყავისა და ჩაის მომზადება სტუმრებისთვის

  • ტორტის დაჭრა: სადღესასწაულო ტორტის პროფესიონალურად დაჭრა და სერვირება

  • სისუფთავის კონტროლი: ღონისძიების მიმდინარეობისას მაგიდებიდან ზედმეტი ნარჩენებისა და ჭურჭლის დროული მოგროვება

  • სამუშაოს დასრულება: ღონისძიების ბოლოს მაგიდების სრული ალაგება

დაგვიკავშირდით

აკაკი წერეთლის გამზირი 116

თბილისი

bottom of page